პედაგოგი: მაია სიხარულძე

გაკვეთილის მთავარი თემა: ელექტრონული სწავლების დანერგვა.
ცხოველები (ინტეგრირებული გაკვეთილი: ბუნება, ხელოვნება, ქართული ენა, მათემატიკა.)

გაკვეთილის მნიშვნელობა: მოსწავლეები გაეცნონ ცხოველებს, მათ მრავალფეროვნებას, ვასწავლოთ ცხოველებთან ურთიერთობა, გავუღვივოთ მათი სიყვარული, ცხოველებთან ურთიერთობის დროს დაიცვან უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესები.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები: აჯგუფებს ცხოველებს, აღწერს ცოცხალ ორგანიზმებს გარეგნული ნიშნების მიხედვით, აღწერს და სვამს კითხვებს ცხოველთა მრავალფეროვნების ასაღწერად. (ბუნ. I.2)

შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემაზე.
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები.
(ქართ.I. 2, ქართ I.4, ქართ.I.3)

მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად. (ც.გ. I.6)
მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევარი (ს.გ. I.7)
მოსწავლე პატივს ცემს  საკუთარ და სხვის ნამუშავარს ( ს.გ. I.8)
მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით. ( სგ. I. 4)

მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერსა და ფორმას და შეუძლია დაკვირვებით შედეგის ასახვა ნამუშევარში. (ს.გ. I.3).
ამოიცნობს და აღწერს ბრტყელ ფიგურას (მათ.I. 6,I.6-3)